ვაკანსია

ვაკანსია: ექიმი ტრავმატოლოგი

კლინიკა ჯეო მედი აცხადებს ვაკანსიას ტრავმატოლოგის პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით

სამუშაოს ტიპი: მომსახურება ბინაზე გამოძახებით, კლინიკის მიერ გამოყოფილი ავტომობილის საშუალებით.

ძირითადი მოვალეობები:

·                პაციენტის კლინიკური შეფასება, ანამნეზის შეკრება;

·                სხვადასხვა სირთულის ტრავმული დაზიანებების პირველადი შეფასება, დიაგნოსტირება, მართვა. (ამოვარდნილობების რეპოზიცია, იმობილიზაცია და ფიქსაცია, ინვაზიური მანიპულაციები და სხვა)

·                პაციენტის მართვა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა;

·                საჭიროების შემთხვევაში დამატებითი კვლევების დანიშვნა და შედეგების ინტერპრეტაცია;

·                სარეაბილიტაციო პროცესის მართვა;

·                სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფილი წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·                უმაღლესი სამედიცინო განათლება;

·                მოქმედი სამედიცინო ლიცენზია შესაბამის სფეროში;

·                მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ტრავმატოლოგის პოზიციაზე;

·                მანიპულაციური ტექნიკების ფლობა;

·                პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა და მაღალი პროფესიული ეთიკა;

·                პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

·                უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად.

 

ჩვენ გთავაზობთ

 

·                სტაბილურ სამუშაო გარემოს;

·                მოქნილ სამუშაო გრაფიკს;

·                სტაბილურ და კონკურენტულ ანაზღაურებას;

 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 598282265

ჯეო მედი გისურვებთ წარმატებას.


დაგვიკავშირდით

ტელეფონი

+(995) 032 2 111 500

მისამართი

თბილისი, ი. პეტრიწის #2

ელ-ფოსტა

info@geo-medi.ge

© ყველა უფლება დაცულია GEO-MEDI 2025