რენტგენოლოგიური გამოკვლევა ბინაზე გამოძახებით

Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE

რენტგენი ბინაზე გამოძახებით

გთავაზობთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის რენტგენოგრაფიულ კვლევებს ბინაზე გამოძახებით.

კვლევა ტარდება უახლესი თაობის, ციფრული, პორტატული რენტგენის აპარატით, რომელიც საშუალებას იძლევა ჩაიტაროთ უმაღლესი ხარისხის კვლევა სახლიდან გაუსვლელად.

გადაღებიდან 30 წუთში თქვენ მიიღებთ ციფრულ რენტგენოგრაფიულ გამოსახულებას და კვალიფიციური ექიმ რადიოლოგის დასკვნას ელექტრონულად, რომლის გადაგზავნაც შეგეძლებათ ნებისმიერ ექიმთან, უმარტივესი ფორმით.

ბინაზე გამოძახებით შეგიძლიათ ჩაიტაროთ შემდეგი სახის კვლევები:

§     გულ-მკერდის ღრუ ორგანოების რენტგენი (ფილტვები, პლევრის ღრუ, შუასაყარი)

§     ხერხემლის რენტგენი (კისრის მალები, გულ-მკერდის მალები, წელის მალები და გავის ძვალი)

§     ნეკნების რენტგენი

§     მენჯ-ბარძაყის სახსრის რენტგენი

§     ზედა და ქვედა კუდურების რენტგენი (მხრის ძვალი, ლავიწი, ბეჭი, იდაყვის სახსარი, სხივის ძვალი, მაჯა, მტევანი, ბარძაყი, მუხლის სახსარი, კოჭ-წვივი, ტერფი)

§     პარანაზალური სინუსების/ სახის წიაღების რენტგენი

 

აღნიშნული მომსახურების მიღება ბინაზე გამოძახებით შესაძლებელია ყოველ დღე, 10:00 საათიდან 00:00 საათის ჩათვლით

ვიზიტის დასაჯავშნად ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 24 საათის განმავლობაში:  +032 2 111 500

დაგვიკავშირდით

ტელეფონი

+(995) 032 2 111 500

მისამართი

თბილისი, ი. პეტრიწის #2

ელ-ფოსტა

info@geo-medi.ge

© ყველა უფლება დაცულია GEO-MEDI 2025