ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

ჯეო მედი, გამოიძახეთ კლინიკა სახლში!

ჯეო მედი, ეს არის ლიცენზირებული კლინიკა, რომელიც დაარსდა 2012 წელს და დღემდე წარმოდგენს ლიდერ სამედიცინო კომპანიას ბინაზე მომსახურების სფეროში.

ჯეო მედი შეიქმნა ერთი მარტივი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იდეით - სამედიცინო მომსახურება ყოფილიყო კომფორტული და ხელმისაწვდომი, მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ.

დაარსების პირველივე დღიდან, ჩვენს მისიას წარმოადგენს პაციენტზე ორიენტირებული სერვისების შექმნა, რამაც განაპირობა ის ფაქტი, რომ დღეს ჯეო მედი ერთადერთი კომპანიაა, რომელიც პაციენტებს სთავაზობს მრავალფეროვან სამედიცინო მომსახურებას ბინაზე გამოძახებით.

მომსახურება მოიცავს: სხვადასხვა პროფილის ექიმის გამოძახებას ბინაზე, საექთნო სერვისს, ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ კვლევებს, პაციენტის სამედიცინო ტრანსპორტირების სერვისს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სარეაბილიტაციო მიმართულებას, პაციენტის შინ მოვლისთვის საჭირო ინვენტარის გაქირავებას, და ეს ჩამონათვალი მუდმივად იზრდება.

ჩვენი მთავარი ღირებულება სტაბილური ხარისხი და სანდოობაა, სწორედ ამიტომ:

  • ჯეო მედის გუნდი დაკომპლექტებულია მხოლოდ კვალიფიციური მედ პერსონალით, რომელიც გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით.
  • ვიყენებთ უახლესი თაობის სერტიფიცირებულ აპარატურას
  • ჩვენი ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, სრულიად ავტომატიზებული ანალიზატორებით, და გადის პერმანენტულ ხარისხის კონტროლს, რაც განაპირობებს შედეგების სანდოობას.
  • ჩვენი ავტოპარკი დაკომპლექტებულია უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი, უახლესი სასწრაფო დახმარების ავტომობილებით, რაც უზრუნველყოფს პაციენტის უსაფრთხო გადაადგილებას. ჯეო მედი წლიდან წლამდე ნერგავს ახალ შესაძლებლობებს, ავითარებს ინფრასტრუქტურას და აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს. სტაბილური ზრდა გამოიხატება როგორც სერვისების მუდმივ გაფართოებაში, ასევე კადრების პროფესიულ განვითარებაში, ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებასა და თანამედროვე სტანდარტების დანერგვაში.

სწორედ ამ ღირებულებების წყალობით, და წლების განმავლობაში გაწეული ყოველდღიური ძალისხმევის შედეგად, ჯეო მედი დღეს არის კომპანია, რომელიც გამოირჩევა სანდოობით, და სტაბილური რეპუტაციით სამედიცინო სფეროში.

ჯეო მედი, გამოიძახეთ კლინიკა სახლში!

ჩვენი მიღწევები

0

კმაყოფილი პაციენიტი

0

წლიანი გამოცდილება

0

FB გამომწერი

დაგვიკავშირდით

ტელეფონი

+(995) 032 2 111 500

მისამართი

თბილისი, ი. პეტრიწის ქუჩა #2

ელ-ფოსტა

info@geo-medi.ge

© ყველა უფლება დაცულია GEO-MEDI 2025