კლინიკა ჯეო მედი აცხადებს ვაკანსიას გასტროენტეროლოგის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
სამუშაოს ტიპი: მომსახურება ბინაზე გამოძახებით, კლინიკის მიერ გამოყოფილი ავტომობილის საშუალებით.
ძირითადი მოვალეობები:
· პაციენტის კლინიკური შეფასება, ანამნეზის შეკრება;
· საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკა, მისი მართვა და მონიტორინგი;
· საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების დანიშვნა და შედეგების ინტერპრეტაცია;
· სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფილი წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი სამედიცინო განათლება;
· მოქმედი სამედიცინო ლიცენზია შესაბამის სფეროში;
· მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გასტროენტეროლოგის პოზიციაზე;
· სასურველია ჰქონდეს ენდოსკოპიური კვლევების ჩატარების გამოცდილება;
· პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა და მაღალი პროფესიული ეთიკა;
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
· უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად.
ჩვენ გთავაზობთ
· სტაბილურ სამუშაო გარემოს;
· მოქნილ სამუშაო გრფიკს;
· სტაბილურ და კონკურენტულ ანაზღაურებას;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 598282265
ჯეო მედი გისურვებთ წარმატებას.
+(995) 032 2 111 500
თბილისი, ი. პეტრიწის #2
info@geo-medi.ge