ინტრავენური ინფუზია

Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE

გადასხმა ბინაზე გამოძახებით

ჯეო მედი გთავაზობთ ინტრავენურ ინფუზიას ბინაზე გამოძახებით.

მომსახურება მოიცავს ექიმის კონსულტაციას, რა დროსაც ხდება ანამნეზის შეკრება და პაციენტის მდგომარეობის შეფასება, რის საფუძველზეც პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე ხდება ხსნარისა და მედიკამენტების შერჩევა ინფუზიისთვის.

გადასხმის პროცესი  მიმდინარეობს ექიმის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ, რაც განაპირობებს პაციენტის უსაფთხოებას.

მომსახურება მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

§     გადასხმა ვირუსული ჩივილების დროს (ეხმარება ორგანიზმს ვირუსული ჩვილების დაძლევაში, აღადგენს ელექტროლიტურ ბალანსს, ზრდის ორგანიზმის იმუნურ აქტივობას)

§     გადასხმა ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს (ანეიტრალებს ალკოჰოლის ტოქსიურ ეფექტს, ხსნის დეჰიდრტაციას)

§     გადასხმა საკვებისმიერი ინტოქსიკაციის დროს (აღადგენა ელექტროლიტურ ბალანსს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ხსნის ინტოქსიკაციით გამოწვეულ უსიამოვნო შეგრძნებებს)

§     გადასხმა სითხის კარგვის დროს: დიარეა, ღებინება (აღადგენს  წყლისა და ელექტროლიტურ ბალანსს, ხსნის დეჰიდრტაციას)

§     გადასხმა ალერგიის დროს (ამცირებს დისკომფორტს და ხსნის ალერგიულ ფონს)

§     პირადი ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტებისა და ვიტამინების გადასხმა.

 

აღნიშნული მომსახურების მიღება ბინაზე გამოძახებით შესაძლებელია ყოველ დღე, 24 საათის განმავლობაში.

 

სერვისის დასაჯავშნად ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 24 საათის განმავლობაში:  +032 2 111 500




დაგვიკავშირდით

ტელეფონი

+(995) 032 2 111 500

მისამართი

თბილისი, ი. პეტრიწის #2

ელ-ფოსტა

info@geo-medi.ge

© ყველა უფლება დაცულია GEO-MEDI 2025