რეაბილიტაციის პროგრამა
სამედიცინო რეაბილიტაცია კომპლექსური მცნებაა და მოიცავს სხვადასხვა რგოლის სამედიცინო პერსონალის მუშაობას პაციენტთან, მათგან გადამწყვეტი როლი ეკისრება ფიზიკურ თერაპევტის და ოკუპაციურ თერაპევტს.
ჯეომედი გთავაზობთ მთელ რიგ სარეაბილიტაციო პროცედურებს ბინაზე გამოძახებით.
ფიზიკური თერაპია ბინაზე გამოძახებით
ფიზიოთერაპია მედიცინის დარგია, რომელიც მიზნად ისახავს სხეულის ძვალ-კუნთოვანი სისტემის ოპტიმიზაციას, დაავადებით ან ტრავმის შედეგად დაკარგული ფიზიკური ფუნქციის აღდგენას, ძალისა და კოორდინაციის გაზრდას.
ჯეო მედი გთავაზობთ ფიზიკური რეაბილიტაციის კურსს ბინაზე გამოძახებით, შემდეგი ჩივილების დროს:
ორთოპედიული დაზიანებები:
მოტეხილობების შემდგომი რეაბილიტაცია;
პოსტ-ოპერაციული რეაბილიტაცია (მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროტეზირება, მუხლის სახსრის ენდოპროტეზირება, ბანკარტის ოპერაცია მხრის ამოვარდნილობის დროს, მყესებისა და იოგების რეკონსტრუქცია, მენისკის ოპერაცია და სხვა)
ოსტეოპოროზი;
ართრიტი და სხვა.
სპორტული დაზიანებები:
ვარჯიშის შედეგად მიღებული ტრავმები,
მყესებისა და კუნთების დაჭიმვა;
ტენდინიტი;
ჩოგბურთელის იდაყვი (გარეთა ეპიკონდილიტი) და სხვა.
ნევროლოგიური დაზიანებები:
ინსულტი;
გაფანტული სკლეროზი;
ზურგის ტვინისა და თავის ტვინის ტრავმები;
სახის დამბლა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება;
პარკინსონის დაავადება და სხვა.
ტკივილის მართვა:
წელის ტკივილი;
კისრის დაჭიმულობა;
სახსრების ტკივილი (არტრიტი, ართროზი, მხრის კაფსულიტი);
ტრავმის შემდგომი მდგომარეობა და სხვა.
ოკუპაციური თერაპია და რეაბილტაცია ბინაზე გამოძახებით
ოკუპაციური თერაპია ადამიანებს ეხმარება გაიუმჯობესონ ფიზიკური, სენსორული და კოგნიტური უნარები, გამოიმუშონ საჭირო ჩვევები, რომლებიც დაეხმარებათ დამოუკიდებლად ცხოვრებაში. ოკუპაციური თერაპევტის მიზანია ხელი შეუწყოს პიროვნებას, საკუთარი მდგომარეობიდან გამომდინარე, მიაღწიოს ფუნქციონირების მაქსიმალურ დონეს, გახდეს დამოუკიდებელი ყველა სფეროში და გაზარდოს ცხოვრების ხარისხი.
ოკუპაციური თერაპევტისთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, იმის დადგენაა, თუ რისი გაკეთება უჭირს ადამიანს გარკვეული შეძენილი თუ თანდაყოლილი მდგომარეობის გამო. ზრდასრულთა შემთხვევაში ეს შესაძლოა იყოს ინსულტი, თავის ტვინის და ზურგის ტვინის დაზიანება, სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებები და სხვა.
ჯეო მედის დახმარებით უკვე შესაძლებელია ოკუპაციური თერაპევტის ბინაზე გამოძახება. აღნიშნული მომსახურება მოიცავს:
რეკომენდაციებს ყოველდღიური ცხოვრების აქტივობებთან დაკავშირებით, როგორებიცაა კვება, ჩაცმა, პირადი ჰიგიენა და სხვა)
ყოველდღიური რუტინის დაგეგმვას და მასში პაციენტის მაქსიმალურ ჩართულობას
გარემოს მორგებას პაციენტის შესაძლებლობებზე.
მეხსიერების, კონცენტრაციისა და შემეცნებითი უნარების განვითარების ხელშეწყობას.
ეს ყველაფერი ის არის, რაზეც ოკუპაციური თერაპევტები მუშაობენ სხვადასხვა დამხმარე ტექნოლოგიის, სპეციალური ტექნიკისა და სავარჯიშოების გამოყენებით.
პაციენტისთვის არსებული თუ პოტენციური შესაძლებლობების რეალიზება ძალიან მნიშვნელოვანია რეაბილიტაციის პროცესში, ეს ზრდის მის ეფექტურობას, რადგან ის მოქმედებს, მის განწყობაზე, მოტივაციაზე და მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.
+(995) 032 2 111 500
თბილისი, ი. პეტრიწის #2
info@geo-medi.ge