უკან

ოკუპაციური თერაპია ბინაზე გამოძახებით


ოკუპაციური თერაპია ადამიანებს ეხმარება გაიუმჯობესონ ფიზიკური, სენსორული და კოგნიტური უნარები, გამოიმუშონ საჭირო ჩვევები, რომლებიც დაეხმარებათ დამოუკიდებლად ცხოვრებაში. ოკუპაციური თერაპევტის მიზანია ხელი შეუწყოს პიროვნებას, საკუთარი მდგომარეობიდან გამომდნარე, მიაღწიოს ფუნქციონირების მაქსიმალურ დონეს, გახდეს დამოუკიდებელი  ყველა სფეროში და გაზარდოს ცხოვრების ხარისხი. 

ოკუპაციური თერაპევტისთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, იმის დადგენაა, თუ რისი გაკეთება უჭირს ადამიანს გარკვეული შეძენილი თუ თანდაყოლილი მდგომარეობის გამო. ზრდასრულთა შემთხვევაში ეს შესაძლოა იყოს ინსულტი, თავის ტვინის და ზურგის ტვინის დაზიანება, სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებები და სხვა. 

ჯეო მედის დახმარებით უკვე შესაძლებელია ოკუპაციური თერაპევტის ბინაზე გამოძახება. აღნიშნული მომსახურება მოიცავს: 

  • რეკომენდაციებ ყოველდღიური ცხოვრების აქტივობებთან დაკავშირებით, როგორებიცაა კვება, ჩაცა, პირადი ჰიგიენა და სხვა) 

  • ყოველდღიური რუტინის დაგეგმვა და მასში პაციენტის მაქსიმალურ ჩართულობა 

  • გარემოს მორგებას პაციენტის შესაძლებლობებზე. 

  • მეხსიერების, კონცენტრაციისა და შემეცნებითი უნარების განვითარების ხელშეწყობას. 

ეს ყველაფერი ის არის, რაზეც ოკუპაციური თერაპევტები მუშაობენ სხვადასხვა დამხმარე ტექნოლოგიის, სპეციალური ტექნიკისა და სავარჯიშოების გამოყენებით. 

პაციენტისთვის არსებული თუ პოტენციური შესაძლებლობების რეალიზება ძალიან მნიშვნელოვანია რეაბილიტაციის პროცესში, ეს ზრდის მის ეფექტურობას, რადგან ის მოქმედებს, მის განწყობაზე, მოტივაციაზე და მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. 


გაზიარება

უახლესი

10/22/2024

მაგნიტოთერაპია

მაგნიტო თერაპია ფარტო გამოყენების პროცედურაა მედიცინაში იგი გამოიყენება: ● ძვალ-კუნთოვანი სისტემი...

მეტის წაკითხვა
10/22/2024

მუხლისა და მენჯ ბარძაყის სახსრის ელექტრო მექანო თერაპია

მექანო თერაპიის ელექტრო აპარატი გაძლევთ საშუალებას ოპერაციის შემდეგ უმტკივნეულოდ გაავარჯიშოთ მუხლისა...

მეტის წაკითხვა

დაგვიკავშირდით

ტელეფონი

+(995) 032 2 111 500

მისამართი

თბილისი, ი. პეტრიწის #2

ელ-ფოსტა

info@geo-medi.ge

© ყველა უფლება დაცულია GEO-MEDI 2024