გეგმავთ წონის კლებას, ბარიატრიული ოპერაციის გაკეთებას ან უბრალოდ გსურთ გაიგოთ, როგორ მუშაობს თქვენი ნივთიერებათა ცვლა?
გთავაზობთ უპრეცედენტო შეთავაზებას ყველაზე ამომწურავ მეტაბოლურ ლაბორატორიულ პაკეტზე, ბინაზე გამოძახებით!
ჩვენ გავაერთიანეთ 40-მდე ძირითადი მაჩვენებელი, რომელიც სრულ სურათს მოგცემთ თქვენს მეტაბოლურ ჯანმრთელობაზე.
რას მოიცავს პაკეტი?
ენდოკრინული სისტემა და ჰორმონალური ბალანსი:
ეს ჰორმონები პირდაპირ აკონტროლებენ ნივთიერებათა ცვლის (მეტაბოლიზმის) სიჩქარეს.
ორგანიზმში შაქრის ბალანსი და ინსულინრეზისტენტობა:
ეს მარკერები აჩვენებს ორგანიზმის მიერ შაქრის გადამუშავების უნარს, ინსულინრეზისტენტობას და დიაბეტის განვითარების რისკებს.
ლიპიდური პროფილი:
მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა სისტემის შეფასებისათვის.
თირკმლის ფუნქციები:
აფასებს თირკმელების მიერ ორგანიზმის გაფილტვრისა და ტოქსინების გამოდევნის უნარს, ასევე ორგანიზმის ცილოვან მარაგს - კუნთოვანი მასის შენარჩუნებისთვის.
ღვიძლის ფუნქციური სინჯები:
გვიჩვენებს, როგორ უმკლავდება ღვიძლი დატვირთვას, რამდენად სწორად მუშაობს
ნაღველის გამოყოფის სისტემა ცხიმების დასაშლელად, ხომ არ არის დაზიანებული ღვიძლის
უჯრედები გაცხიმოვნების გამო.
ანემიის პრევენცია და რკინის მარაგის შეფასება:
განსაკუთრებით კრიტიკულია ბარიატრიული პაციენტებისთვის, რადგან ოპერაციის შემდეგ
რკინის შეწოვა ხშირად ფერხდება.
ვიტამინების პანელი
გვიჩვენებს ორგანიზმის უჯრედულ და ენერგეტიკულ რესურსს: აფასებს იმუნურ სისტემას, ნერვული სისტემის გამართულ მუშაობასა და სისხლწარმოქმნას.
ელექტროლიტები და მინერალები
წყალ-მარილოვანი ბალანსის, გულის მუშაობისა და კუნთების შეკუმშვისთვის.
ორგანიზმის ზოგადი მაჩვენებელი
ვისთვის არის ეს კვლევა აუცილებელი?
სერვისის დასაჯავშნად ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 24 საათის განმავლობაში:
+032 2 111 500
ჯეო მედი - გამოიძახეთ კლინიკა სახლში.
...
მეტის წაკითხვა
+(995) 032 2 111 500
თბილისი, ი. პეტრიწის ქუჩა #2
info@geo-medi.ge