უკან
12/6/2024

ურეაპლაზმა

საკვლევი მასალა- ნაცხი

როგორ მოვემზადოთ ანალიზისთვის?

  • გამოიყენოთ ვაგინალური შხაპი;
  • რეკომენდებულია სქესობრივი კავშირისგან თავის შეკავება არანაკლებ 24-48 საათის განმავლობაში;
  • არ მოშარდოთ უშუალოდ ნაცხის აღებამდე;
  • კონტრაცეპტივების გამოყენება სამი დღით ადრე უნდა შეწყდეს;
  • ნაცხის აღება ხდება კოლპოსკოპიიდან 24-48 საათის შემდეგ და საშოს ულტრაბგერითი გამოკვლევიდან 24 საათის შემდეგ;

 

კლინიკური მნიშვნელობა:

ურეაპლაზმით გამოწვეული ინფექცია დაკავშირებულია საშარდე გზების (ურეთრიტი) და საშოს (ვაგინოზი) ანთებით დაავადებებთან, მაგრამ ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს ზედა საშარდე გზებზე.

 

როდის გავიკეთოთ ანალიზი?

  • ურეაპლაზმის გამორიცხვა, როგორც არაგონოკოკური ურეთრიტის, პროსტატიტის, ორქიეპიდიდიმიტის (მამაკაცებში), კოლპიტის, ენდოცერვიციტის, ვულვოვაგინიტის (ქალებში), ცისტიტის, რეიტერის დაავადების კლინიკის გამომწვევი მიზეზი;
  • ურეაპლაზმის გამორიცხვა, როგორც თანმხლები ინფექცია სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებების არსებობისას;
  • უნაყოფობის, მენჯის ანთებითი დაავადების, ორსულობის გართულებების (სპონტანური აბორტი, ნაადრევი მშობიარობა) დროს;
  • მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგი მონიტორინგი (მკურნალობის დასრულებიდან არა უადრეს 3 კვირისა).

გაზიარება

უახლესი

4/1/2026

სიმპტომები თირკმელების დაავადებების დროს

...

მეტის წაკითხვა
5/19/2026

მეტაბოლური კვლევების პროფილი

...

მეტის წაკითხვა

Contact us

Phone

+(995) 032 2 111 500

Address

Tbilisi, I. Petritsi #2

Email

info@geo-medi.ge

© ყველა უფლება დაცულია GEO-MEDI 2025