უკან
16/3/2024

შაქრიანი დიაბეტი

ტიპი 1 - შაქრიანი დიაბეტი,ეს არის ცნობილი როგორც ინსულინ-დამოკიდებული დიაბეტი. ამ დაავადებას ახასიათებს,ქრონიკული მიმდინარეობა,რომლის დროსაც პანკრეასი,იგივე კუჭ-ქვეშა ჯირკვალი ვერ წარმოქმნის სათანადო რაოდენობა ინსულინს- რომლის როლიცაა გლუკოზის დონის რეგულაცია.

 

სიმპტომები :

·       გაძლიერებული შიმშილი

·       წონის კლება ძალისხმევის გარეშე

·       გაღიზიანებადობა და გუნებ-განწყობის სხვა ცვლილებები

·       მუდმივი სისუსტე და დაღლილობა

·       მხედველობის დაბინდვა

·       გაძლიერებული წყურვილი

·       ღამის ოფლიანობა

·       შარდვის გახშირება

გამომწვევი მიზეზები - 

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი აუტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც აუტოაგრესიული პროცესების შედეგად ზიანდება პანკრეასის კუნძულოვანი ბეტა უჯრედები. სწორედ ეს უჯრედები ასინთეზებს(წარმოქმნის) ინსულინს.

დაავადების განვითარების სხვა შესაძლო მიზეზებია:

გენეტიკური ფაქტორი

ვირუსული და სხვა გარემო ფაქტორების ზემოქმედება

ინსულინის როლი

კუჭქვეშა ჯირკვლის კუნძულის ბეტა-უჯრედების დიდი რაოდენობის დაზიანების შემდეგ ინსულინის გამომუშავება მკვეთრად მცირდება ან საერთოდ წყდება.

ინსულინი გამომუშავდება პანკრეასის – კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ.

·       პანკრეასი ინსულინს გამოყოფს სისხლის ნაკადში

·       ინსულინი მოქმედებს მიღებულ შაქარზე და უზრუნველყოფს უჯრედების მიერ მის ათვისებას

·       ამ გზით ინსულინი ამცირებს სისხლში შაქრის დონეს

·       სისხლში შაქრის დონის დაქვეითებისთანავე მცირდება პანკრეასის მიერ ინსულინის გამოყოფა სისხლში

გართულებებია - კანის და პირის ღრუს პათოლოგიები, სისხლის შედედება,გულ-სისხლძარღვთა,მხედველობის დარღვევები,ტერფის დაზიანება და ა.შ

გაზიარება

უახლესი

4/1/2026

სიმპტომები თირკმელების დაავადებების დროს

...

მეტის წაკითხვა
5/19/2026

მეტაბოლური კვლევების პროფილი

...

მეტის წაკითხვა

Contact us

Phone

+(995) 032 2 111 500

Address

Tbilisi, I. Petritsi #2

Email

info@geo-medi.ge

© ყველა უფლება დაცულია GEO-MEDI 2025