უკან
14/6/2024

კანცერო-ემბრიონალური ანტიგენი

საკვლევი მასალა- ვენური სისხლი

როგორ მოვემზადოთ ანალიზისთვის?

ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.

კლინიკური მნიშნელობა

კარცინოემბრიონული ანტიგენი (CEA) არის გლიკოპროტეინი, რომელიც მიეკუთვნება ონკოფეტალური ცილების ჯგუფს, წარმოიქმნება პრენატალურ პერიოდში საჭმლის მომნელებელი ტრაქტის უჯრედების მიერ (ღვიძლი, ნაწლავები, პანკრეასი), დაბადების შემდეგ მისი სინთეზი მკვეთრად ითრგუნება და ჯანმრთელი ადამიანების შრატში მისი დონე მინიმალურია.

CEA- ექსპრესია შეინიშნება სხვადასხვა ქსოვილის უჯრედებში ნორმალური და ავთვისებიანი პროცესებისას. მისი დონის მატება შეიძლება განპირობებული იყოს როგორც ავთვისებიანი სიმსივნის ზრდით, ასევე სხვადასხვა ანთებითი და კეთილთვისებიანი პროცესით.

 

როდის გავიკეთოთ ანალიზი?

  • ეჭვი სიმსივნეზე (ნაწლავები, მკერდი, ფილტვები, ღვიძლი, პანკრეასი, კუჭი);
  • სიმსივნის მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგი (დონის ნორმალიზება 1-4 თვის შემდეგ);
  • სიმსივნის რეციდივის და/ან მეტასტაზების განვითარების კონტროლი (ნორმალიზაციის შემდეგ დონის მომატება).

გაზიარება

უახლესი

4/1/2026

სიმპტომები თირკმელების დაავადებების დროს

...

მეტის წაკითხვა
5/19/2026

მეტაბოლური კვლევების პროფილი

...

მეტის წაკითხვა

Contact us

Phone

+(995) 032 2 111 500

Address

Tbilisi, I. Petritsi #2

Email

info@geo-medi.ge

© ყველა უფლება დაცულია GEO-MEDI 2025