საკვლევი
მასალა- ნაცხი
როგორ
მოვემზადოთ ანალიზისთვის?
- რ გამოიყენოთ ვაგინალური შხაპი;
- რეკომენდებულია სქესობრივი კავშირისგან თავის შეკავება არანაკლებ 24-48 საათის განმავლობაში;
- არ მოშარდოთ უშუალოდ ნაცხის აღებამდე;
- კონტრაცეპტივების გამოყენება სამი დღით ადრე უნდა შეწყდეს;
- ნაცხის აღება ხდება კოლპოსკოპიიდან 24-48 საათის შემდეგ და საშოს ულტრაბგერითი გამოკვლევიდან –
24 საათის შემდეგ;
კლინიკური მნიშვნელობა:
ურეაპლაზმით
გამოწვეული ინფექცია დაკავშირებულია საშარდე გზების (ურეთრიტი) და საშოს (ვაგინოზი) ანთებით დაავადებებთან, მაგრამ ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს ზედა საშარდე გზებზე.
როდის
გავიკეთოთ ანალიზი?
- ურეაპლაზმის გამორიცხვა, როგორც არაგონოკოკური ურეთრიტის, პროსტატიტის, ორქიეპიდიდიმიტის
(მამაკაცებში),
კოლპიტის, ენდოცერვიციტის, ვულვოვაგინიტის (ქალებში), ცისტიტის, რეიტერის დაავადების კლინიკის გამომწვევი მიზეზი;
- ურეაპლაზმის გამორიცხვა, როგორც თანმხლები ინფექცია სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებების არსებობისას;
- უნაყოფობის,
მენჯის ანთებითი დაავადების, ორსულობის გართულებების (სპონტანური აბორტი, ნაადრევი მშობიარობა) დროს;
- მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგი მონიტორინგი (მკურნალობის დასრულებიდან არა უადრეს 3 კვირისა).