რა არის პოდაგრა ?
პოდაგრა სისტემური დაავადებაა, რომელსაც
სახსრების ძლიერი ტკივილი და დისკომფორტი ახასიათებს. ტკივილი მოულოდნელად, მთელი სიმწვავით
უტევს ადამიანს. როგორც ჩანს, სწორედ ასეთი შეტევების გამო შეარქვეს ამ დაავადებას
ნიკრისის ქარი.
სახსრებთან ერთად, პოდაგრა აზიანებს - თირკმელებს,გულ-სისხლძარღვთა
სისტემას და შესაბამისად მისი,როგორც სისტემური დაავადებად განხილვა არ არის შეცდომა.
გამომწვევი:
შარდმჟავას ჭარბი პროდუქცია,რასაც რაღა თქმა უნდა, ცხოვრების არაჯანსაღი მიმდინარეობა იწვევს.
– რა დამატებითი ფაქტორებია საჭირო, რომ სისხლში შარდმჟავას მომატების ფონზე პოდაგრული ართრიტიც განვითარდეს?
– პოდაგრული ართრიტის განვითარებისთვის ჰიპერურიკემიასთან ერთად აუცილებელია შარდმჟავა მარილების კრისტალიზაცია. კრისტალიზაციის ხელშემწყობი ფაქტორია დაბალი ტემპერატურა, ამიტომ შარდმჟავა მარილები მიკროტოფუსების სახით უმთავრესად ისეთ ზონებში გროვდება, რომლებიც ცუდად მარაგდება სისხლით. უმთავრესად – იოგებში, ხრტილებში. ის გვხვდება თითებზე, იდაყვებზე, ტერფებზე, აქილევსის მყესებზე (ტერფის უკანა მხარეს).
სიმპტომები:
ü მწავე პოდაგრის დროს - ვლინდება უეცარი, მწვავე და პროგრესირებადი ტკივილით, შეშუპებით და მოძრაობის შეზღუდვით.ხშირად სპონტანურად უკუვითარდება. ყველაფერ ამას შესაძლოა თან ახლდეს შემცივნება, ტემპერატურის მომატება და თავის ტკივილი.
ü შეტევათა შორის პერიოდი – მშვიდია და შესაძლოა, წლობით გაგრძელდეს. პაციენტების 60%-ს პოდაგრული ართრიტის მეორე შეტევა აღენიშნება დაავადების დაწყების პირველსავე წელს, ხოლო 78%-ს – დაავადების პირველი ორი წლის განმავლობაში. დროთა განმავლობაში შეტევები ხშირდება, ხანგრძლივდება და არანამკურნალევ პაციენტებთან ყოველი მომდევნო შეტევა უფრო მძიმედ მიმდინარეობს.
ü ქრონიკული პოდაგრული ართრიტი – წლობით მიშვებული, არასათანადოდ ნამკურნალევი დაავადებისა და უკონტროლო ჰიპერურიკემიის შედეგია.
დიაგნოსტიკა: დიაგნოზი
– დაავადების დიაგნოზი ემყარება ანამნეზს, კლინიკურ სიმპტომებსა და ლაბორატორიულ მონაცემებს. მწვავე პოდაგრული ართრიტის დროს სისხლში მომატებულია ლეიკოციტები (ფორმულის მარცხნივ გადახრით), ანთების მწვავე ფაზის მარკერები (ედსი, ჩ რეაქტიული ცილა).
მკურნალობა და პრევენცია - ეფუძვნება მკაცრ ხანგრძლივ დიეტას და მედიკამენტებს.
დიეტა მოიცავს: წითელი ხორცისა და ზღვის პროდუქტების შეზღუდვას. პაციენტი უნდა ერიდოს ალკოჰოლს,განსაკუთრების ლუდს და მაგარ სასმელებს.
ფიზიკური თერაპია ბინაზე გამოძახებით ფიზიოთერაპია მედიცინის დარგია, რომელიც მიზნად ისახავს სხეული...
მეტის წაკითხვაოკუპაციური თერაპია ადამიანებს ეხმარება გაიუმჯობესონ ფიზიკური, სენსორული და კოგნიტური ...
მეტის წაკითხვა+(995) 032 2 111 500
თბილისი, ი. პეტრიწის #2
info@geo-medi.ge