მეტაბოლიზმის ცვლილებები და ასაკის მატება
მეტაბოლიზმი ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიურ
რეაქციათა ერთობლიობაა, რომელიც სასიცოცხლო პროცესების წარმართვას და სიცოცხლის შენარჩუნებას
განაპირობებს. მეტაბოლიზმის სიჩქარეზე ოთხი ძირითადი ფაქტორი ახდენს გავლენას:
1-ვარჯიში - ფიზიკური აქტივობა;
2-დაბალანსებული კვება
3-საკვების თერმული ეფექტი
4-დასვენების მეტაბოლური სიჩქარე
ასაკი და ფიზიკური აქტივობა
ფიზიკური აქტივობის ხარისხი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მეტაბოლიზმის სიჩქარეზე. დღის განმავლობაში დახარჯულ კალორიათა 10-30% სწორედ ვარჯიშსა და სხვა არასავარჯიშო აქტივობების წილად მოდის.75 წელს გადაცილებულებთან ეს მაჩვენებელი მესამედამდე იზრდება.კვლევებით დადგენილია, რომ ასაკოვანი ადამიანები დაახლოებით 29%-ით ნაკლებ კალორიას ხარჯავენ არაფიზიკური აქტივობის თერმოგენეზის ხარჯზე.
მეტაბოლური პროცესები
მეტაბოლიზმის ადექვატური მუშაობისთვის საჭიროა
ყველა ქიმიური და ბიოლოგიური დეტალის სრულყოფილი მიმდინარეობა,ვინაიდან ჩვენი ორგანიზმი
მძივივით აწყობილი სისტემაა,რისი დარღვევის შემთხვევაშიც ეტაპობრივად ვლინდება სხვადასხვა
ორგანოს უკმარისობა.
ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომების მაგალითებია:
· ცოტა კალორიის მიღება
· მჯდომარე ცხოვრების წესი
· ძილის უკმარისობა
· ტკბილი სასმელები
· ნაკლები ფიზიკური აქტივობა(ძალოვანი ვარჯიშები)
ეკონომია ცილების ხარჯზე - საკმარისი ოდენობის ცილის მიღება მეტად მნიშვნელოვანია ჯანსაღი წონის მისაღწევად და შესანარჩუნებლად. ცილებს გაცილებით ძლიერი თერმული ეფექტი აქვთ, ვიდრე ნახშირწყლებსა და ცხიმებს. დადგენილია, რომ ცილები მეტაბოლიზმს 20-30%-ით ზრდის, ნახშირწყლები – 5-10%-ით, ცხიმები – 3%-ზე ნაკლებით. მეტაბოლური სიჩქარე საგრძნობლად მცირდება წონის კლებისა და შენარჩუნების დროს.
ამრიგად, ქცევები,რომლებიც მეტაბოლიზმის სიჩქარეს ანელებს დროთა განმავლობაში იწვევს სხეულის მასის ინდექსის მკვეთრ მატებას - სიმსუქნეს, რაც ცხადია მთელ რიგ პრობლემებს უდრის - ლიპიდური(ცხიმოვანი) სპექტრის მატებას, აქედან განპირობებულ სისხლძარღვოვან უკმარისობას - რაც წნევათა ბალანსის არევას იწვევს, ღვიძლის გაცხიმოვნებას და ჭარბ ოფლიანობას.
ფიზიკური თერაპია ბინაზე გამოძახებით ფიზიოთერაპია მედიცინის დარგია, რომელიც მიზნად ისახავს სხეული...
მეტის წაკითხვაოკუპაციური თერაპია ადამიანებს ეხმარება გაიუმჯობესონ ფიზიკური, სენსორული და კოგნიტური ...
მეტის წაკითხვა+(995) 032 2 111 500
თბილისი, ი. პეტრიწის #2
info@geo-medi.ge