არსებობს ჰეპატიტების შემდეგი სახეობები:
ჰეპატიტი - A;E;B;D;C და ქრონიკული.
ღვიძლის ანთების მიზეზები
ღვიძლი ყველაზე დიდი შინაგანი ორგანოა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მრავალ პროცესში მონაწილეობს: ფილტრავს ნაწლავებიდან შეწოვილ სისხლს, შლის მავნე ნივთიერებებს, ჩართულია საკვები ნივთიერებების გადამუშავებაში, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, გვიცავს ინფექციისგან. ის დიაფრაგმის ქვეშ, მუცლის ზედა მარჯვენა მხარეს მდებარეობს კუჭის, მარჯვენა თირკმლისა და ნაწლავების ზემოთ. ზრდასრული ადამიანის ღვიძლი დაახლოებით 1,5 კგ-ს იწონის. ნებისმიერ მომენტში ამ ორგანოში კონცენტრირებულია სხეულში არსებული სისხლის დაახლოებით 13%.
როგორ ვრცელდება B ჰეპატიტი?
B ჰეპატიტი B ჰეპატიტის ვირუსით (HBV) გამოწვეული ღვიძლის მწვავე ან ქრონიკული დაავადებაა. მწვავე B ჰეპატიტი უმეტესად უსაფრთხოა და, წესისამებრ, თავისთავად, მკურნალობის გარეშე გაივლის, ქრონიკული კი საშიშია, რადგან ხელს უწყობს მომაკვდინებელი დაავადებების – ციროზისა და ღვიძლის კიბოს განვითარებას. საბედნიეროდ, ვაქცინაციამ, რომელიც 1982 წლიდან ტარდება, B ჰეპატიტის გავრცელება მთელ მსოფლიოში შეამცირა. დღეს ის უმთავრესად აფრიკასა და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში გვხვდება.
B ჰეპატიტი არ გადაეცემა
ჰაერწვეთოვანი გზით (ხველებით, ცემინებით);დაბინძურებული წყლით;დაბინძურებული, ცუდად დამუშავებული საკვებით;ინფიცირებულთან ჩახუტებით;ინფიცირებულისთვის ხელის ჩამორთმევით;ინფიცირებულის გვერდით ჯდომით და საერთო ჭურჭლით.
სიმპტომები: მუქი ყვითელი შარდი;დიარეა;დაღლილობა;ცხელება;ნაცრისფერი ან თეთრი თიხისფერის განავალი; სახსრების ტკივილი;უმადობა; გულისრევა, ღებინება;მუცლის ტკივილი; სკლერებისა და კანის სიყვითლე.
ჰეპატიტი - C
ვირუსული
ინფექციაა,რომელიც ღვიძლის ანთებას და დაზიანებას იწვევს. გამომწვევია - ინფიცირებული
ადამიანის სისხლთან კონტაქტი. არსებობს,როგორც მწვავე,ისე ქრონიკული.
სიმპტომები შესაძლოა 6 თვემდე გრზელდებოდეს.
სიმპტომებია: მუქი ყვითელი შარდი; დაღლილობის შეგრძნება;ცხელება;უმადობა;გულისრევა;მუცლისტკივილი;ღებინება;
თვალებისა და კანის სიყვიტლე
ვრცელდება - სისხლით,ინფიცირებულის გამოყენებული ნემსის ჩხვლეტისას, არასტერილური ინსტრუმენტით
ტატუს გაკეთებისას, დედისგან ჩვილს და დაუცველი სექსის დროს.
ლაბორატორიული
კვლევებიდან - საჭიროა ჰეპატიტების სკრინინგული ტესტი
თავდაცვა - არ გამოვიყენოთ სხვისი ნივთები,დაცული სქესობრივი კონტაქტი და ესტუმრეთ
სანდო თავის მოვლის დაწესებულებებს.
ფიზიკური თერაპია ბინაზე გამოძახებით ფიზიოთერაპია მედიცინის დარგია, რომელიც მიზნად ისახავს სხეული...
მეტის წაკითხვაოკუპაციური თერაპია ადამიანებს ეხმარება გაიუმჯობესონ ფიზიკური, სენსორული და კოგნიტური ...
მეტის წაკითხვა+(995) 032 2 111 500
თბილისი, ი. პეტრიწის #2
info@geo-medi.ge