უკან
11/2/2024

ღორის გრიპი H1N1

H1N1 გრიპი არის გრიპის A ვირუსის ქვეტიპ;

სიმპტომები:

ვირუსს ახასიათებს: ცხვირიდან გამონადენი, ხველა, ცხელება, სახსრებისა და თავის ტკივილი, მადის დაქვეითება, ზოგიერთ შემთხვევაში კი პნევმონია (ფილტვების ანთება).

ინკუბაციის პერიოდი:

H1N1 ღორის გრიპის  ინკუბაციური პერიოდი მერყეობს საშუალოდ  1-დან 4 დღემდე, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს 7 დღემდე პერიოდი.

მოზრდილებში გადამდები პერიოდი იწყება სიმპტომების გამოვლენამდე დაახლოებით 1 დღით ადრე და გრძელდება 5-დან 7 დღემდე მას შემდეგ, რაც პირი გამოავლენს სიმპტომებს. დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პირებსა და ბავშვებში გადამდები პერიოდი შეიძლება უფრო გრძელი იყოს (მაგ., 10-დან 14 დღემდე). გაურთულებელ შემთხვევებში მწვავე სიმპტომები გრძელდება 3-7 დღის განმავლობაში, მაგრამ სისუსტე და ხველა შეიძლება გაგრძელდეს 2 კვირამდე.

სუსტი იმუნიტეტის მქონე მქონე პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ ჰოსპიტალიზაცია და ამან შეიძლება გაზარდოს ავადობის  დრო დაახლოებით 9-დან 10 დღემდე.


მაღალი რისკ ჯგუფებს მიეკუთნებიან:

·       ფილტვების ქრონიკული დაავადებების მქონე პირები;

·       გულისსისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირები;

·       ასაკოვნები;

·       ორსულები;

·       ჩვილები;

გართულებები შესაძლოა განვითარდეს სიმპტომების დაწყებიდან 48 საათში. ვირუსის რეპლიკაცია ძირითადად ხდება ზედა სასუნთქ გზებში და პიკს აღწევს  დაახლოებით 48 საათში. ინფიცირებულის იზოლაციის რეკომენდებული დრო არის 5 დღე.

 

ზემოთ აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა მოხდეს დროული დიაგნოსტირება. ამისთვის არსებობს მარტივი მეთოდი, როგორიცაა ხახის ნაცხის ტესტი. 15 წუთში იძლება პასუხს.

ინფიცირებული პაციენტების მართვა დამოკიდებულია გრიპის სიმპტომების სიმძიმეზე, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გრიპის მკურნალობა შესაძლებელია სახლში დასვენებით, პერორალური ჰიდრატაცია ან ინფუზური თერაპია (ეგრეთწოდებული გადასხმა) და სიმპტომატური მკურნალობით სიცხის დამწევი საშუალებებით, როგორიცაა პარაცეტამოლი, ანტიჰისტამინური საშუალებები ცხვირის შეშუპებისა და რინიტისთვის და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. პროგრესირებადი ან მძიმე სიმპტომების მქონე პაციენტები უნდა გადაიყვანონ საავადმყოფოებში და სასურველია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (ICU), თუ არსებობს ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ მოსალოდნელ სუნთქვის უკმარისობაზე ან სეფსისზე ან პოლიორგანულ დისფუნქციაზე. სასწრაფოდ უნდა იქნას შესაბამისი  ზომები მიღებული, როგორიცაა ინტრავენური (IV) ინფუზია, ელექტროლიტური დისბალანსის კორექცია, ანტიბიოტიკები თანმხლები ბაქტერიული ინფექციებისთვის. პაციენტებს, რომლებსაც უვითარდებათ მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი (ARDS) გრიპის შემდეგ, უნდა მკურნალობდნენ არაინვაზიური ან ინვაზიური მექანიკური ვენტილაციის საშუალებით.

ჩვენი რეკომენდაციაა ნებისმიერ შემთხვევაში მიმართოთ ექიმს და იმოქმედოთ მისი რჩევების შესაბამისად.

გაზიარება

უახლესი

8/13/2024

B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენი (თვისობრივი)

...

მეტის წაკითხვა
8/13/2024

C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო საერთო ანტისხეულები()

...

მეტის წაკითხვა

დაგვიკავშირდით

ტელეფონი

+(995) 032 2 111 500

მისამართი

თბილისი, ი. პეტრიწის #2

ელ-ფოსტა

info@geo-medi.ge

© ყველა უფლება დაცულია GEO-MEDI 2023