·
ბარძაყის ძვლის მოტეხილობა ძირითადად ხანდაზმულებში
ვლინდება.
შეიძლება მცირე ტრავმამ – დაცემამ,ხისტმა მოძრაობამ გამოწვიოს, განსაკუთრებით ოსტეოპოროზის(ძვლებში
მინერალური ნაერთების განლევამ) მქონეთა შორის;
· მოტეხილობის დროს უხშირესად შეუძლებელია ფეხის მოძრაობა, დგომა ან სიარული,რაც თავის მხრივ ართულებს სასიცოცხლო ფუნქციების შესრულებას.
ბარძაყის მოტეხილობის დიაგნოზი რენტგენოგრაფიის მონაცემებს ეფუძნება, ზოგჯერ სხვა გამოსახულებითი კვლევებიც ტარდება, მაგალითად როგორიცაა კომპიუტერული ტომოგრაფია.
მკურნალობენ ქირურგიული ჩარევით, ზოგჯერ საჭირო ხდება სახსრის პროთეზირება.
ყოველწლიურად აშშ-ში 270000-ზე მეტ ადამიანს აღენიშნება ბარძაყის ძვლის მოტეხილობა. შემთხვევების 90% 60 წელზე უფროსი ასაკის პირებზე მოდის. ხანდაზმულებს შორის ბარძაყის მოტეხილობა ხშირია ოსტეოპოროზის(ძვლის განლევის) და დაცემის მომატებული სიხშირის გამო. ზოგიერთი მედიკამენტის გამოყენება ხანდაზმულებს შორის ზრდის ბარძაყის ძვლის მოტეხილობის ალბათობას. 90 წლის ასაკს მიღწეული ყოველი 3 ქალიდან და 6 მამაკაციდან ერთს ბარძაყის მოტეხილობა უვითარდება.
სიმპტომები და დიაგნოზი
ბარძაყის მოტეხილობის დროს შემთხვევათა
უმრავლესობაში შეუძლებელია ფეხის მოძრაობა, აგრეთვე, ფეხზე დადგომა, ან რაიმე დინამიური
აქტივობის შესრულება. როდესაც ექიმი დაზარალებულს სინჯავს, ფეხი შეიძლება დამოკლებულის
და გარეთ გადაბრუნებულის შთაბეჭდილებას ტოვებდეს კუნთების არაბალანსირებული შეკუმშვის
შედეგად.
მოტეხილობიდან სისხლის გამოჟონვის გამო შეშუპება და იისფერი სისხლნაჟღენთები ვითარდება.
ბარძაყის მოტეხილობამ მუცლის არეში ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს, ე.წ. გადაცემითი ტკივილი.
ჯეო მედი გთავაზობთ რენტგენოლოგიურ კვლევას ბინაზე გამოძახებით.
თქვენ მიიღებთ მაღალი გარჩევადობის ციფრულ რენტგენოგრამას სახლიდან გაუსვლელად. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი ტრავმატოლოგის კონსულტაციით.
ჯეო მედი "გამოიძახეთ კლინიკა სახლში"
ფიზიკური თერაპია ბინაზე გამოძახებით ფიზიოთერაპია მედიცინის დარგია, რომელიც მიზნად ისახავს სხეული...
მეტის წაკითხვაოკუპაციური თერაპია ადამიანებს ეხმარება გაიუმჯობესონ ფიზიკური, სენსორული და კოგნიტური ...
მეტის წაკითხვა+(995) 032 2 111 500
თბილისი, ი. პეტრიწის #2
info@geo-medi.ge